თეგი: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანალენა ბერბოკი: უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ

"უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე მაგრამ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,Cმა ტელეკომპანია ARD-ს ეთერში ისაუბრა. „უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ეს ნიშნავს ევროპული სახელმწიფოების უშუალო ჩართვას კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე ამ საშინელი ომის დროს, მაგრამ ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება

აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია - კახა კალაძე ანალენა ბერბოკის განცხადებაზე

თბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია. ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ბერბოკი თბილისში ვიზიტამდე როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა. „არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა",-განაცხადა კალაძემ.